ლანჩხუთში მამაკაცი მატარებელმა გაიტანა

უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. შუახნის მამაკაცი მატარებელმა მაშინ გაიტანა, როცა ის ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 275-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები