“მის ადგილას მეც გავიქცეოდი“ – რას აცხადებს გაქცეული პატიმრის ადვოკატი

საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილი, სასჯელს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში იხდიდა.
როგორც „კვირას“ ვარამაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ვარამაშვილის პროცესი ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებული განკარგულება გახდა, რომელიც პატიმარ ვარამაშვილისთვის ტელეფონით სარგებლობის აკრძალვას გულისხმობდა. კობაიძის თქმით, დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ პატიმარმა ვარამიშვილმა საკნიდან ერთ-ერთ მესაკნეს გადასძახა.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ ციხის ადმინისტრაციის აღნიშნული განკარგულება გააპროტესტა, რაზეც პროცესი დღეისათვის იყო ჩანიშნული. „მეც, რომ მის ადგილას ვყოფილიყავი მეც გავიქცეოდი“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას, ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც გაქცეული პატიმრის უფლებებს იცავს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ოთარ ვარამაშვილი დღეს გაიქცა. ერთ-ერთი ვერსიით, მან გაქცევა საპირფარეშოს ფანჯრიდან მოახერხა, მეორე ვერსიით კი მან ცუდატ ყოფნა მოიმიზეზა და სპეციალურ ოთახში ყოფნისას სემთხვევით ისარგებლა. სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია თვითმხილველების დახმარებით მას რამდნეიმე საათის განმავლობაში ეძებდა. სამზებრო სამუსაოები ამ დრომდე გრძელდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გაქცეულ პატიმარს სასამართლოს სენობის გარეთ ავტომობილი ელოდებოდა. ძებნის ოპერაცია გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. იგი სასამართლოს შენობაში ბადრაგთან ერთად მივიდა.
გაქცეული პატიმრის კვალის მიგნების მიზნით სასჯელაღსრულების სამინისტრო მოქალქეებს ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში სპეციალურ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს. 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები