ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადის მედლები ჩამოართვა

დოპინგის ანალიზების გადამოწმების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ორ რუს მძლეოსანს – ნადეჟდა ევსტიუხინას და მარინა შაინოვას პეკინის ოლიმპიადის მედლები ჩამოართვა.
შაინოვამ პეკინის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ევსტიუხინამ – ბრინჯაოს მედალი.
გარდა ამისა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგის ანალიზის გადამოწმების შემდეგ ვერცხლის მედალი რუს სპორტსმენს, ტატიანა ფიროვას ჩამოართვა.
ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებულები არიან, ასევე, ტიგრან მარტიროსიანი, ალექსანდრე დუდოღლუ და ინტიგამ ზაიროვი, რომლებიც სომხეთის, მოლდავეთისა და აზერბაიჯანის ოლიმპიური ნაკრებიც წევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები