მოსკოვის ინფორმაციით, ისლამისტების მთავარი სტრატეგი რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი სტრატეგი, მუჰამედ ალ- ადნანი სირიაში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ალ-ადნანის დაღუპვა პენტაგონმაც დაადასტურა.
ჟურნალისტები ალ-ადნანს ხშირად „ისლამური სახელმწიფოს” ოფიციალურ წარმომადგენელს უწოდებდნენ. „ბოევიკების“ მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებში სწორედ ის მოუწოდებდა თავის მომხრეებს, დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტების მოწყობისკენ. ალ-ადნანის ნამდვილი სახელი ტახა სუბხი ფალახია. იგი დიდი ხნის განმავლობაში ერაყის ციხეში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები