მაშველებმა ალპებში შვეიცარიის საჰაერო ძალების პილოტის ცხედარი აღმოაჩინეს

მაშველებმა ალპებში შვეიცარიის საჰაერო ძალების პილოტის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა ორშაბათს განიცადა. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, F/A-18C-მა კატასტროფა აფრენიდან მოკლე დროში განიცადა. მისი ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. „როიტერის“ ცნობით, შვეიცარიის საჰაერო ძალებში სამი წლის განმავლობაში ამ ტიპის თვითმფრინავმა მესამე კატასტროფა განიცადა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები