ავარია ქობულეთში – ორი დაღუპული, სამი – მძიმედ დაშავებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია “კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები