ახალსოფელში ხანძარმა ვენახები და თხილის პლანტაცია გაანადგურა

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ხანძარია. ცეცხლი  50 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებსა და ხეხილის ბაღებს გაუჩნდა.
ადგილზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია.
რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ყვარლის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები