„გაზპრომმა“ ევროპაში ახალი კომპანია შექმნა

რუსულმა გაზის მონოპოლისტმა, კომპანია „გაზპრომმა“ გერმანიაში ახალი კომპანია, Gazprom NGV Europe შექმნა. ეს კომპანია ავტოგასამართ სადგურებში ბუნებრივი აირის რეალიზებით იქნება დაკავებული. ახალი კომპანიის შექმნას წინ უძღოდა „გაზპრომსა“ და გერმანიის ქსელების ფედერალურ სააგენტოს შორის თითქმის ორწლიანი დავა. გერმანული მხარე Gazprom Germania-გან ავტოგასამართ სადგურებში ბუნებრივი აირის გაყიდვის შეწყვეტას მოითხოვდა. გერმანული კანონების მიხედვით, გაზის ტრანსპორტირებით და მისი გაყიდვით სხვადასხვა კომპანია უნდა იყოს დაკავებული. „გაზპრომის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გერმანიის კანონების დაცვას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები