საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ხვალ 610 ბავშვს მონათლავს

   ნათლისღების დღესასწაულზე პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ბავშვი გახდება. ხვალ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 34-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა ტაძარში 17.00 საათის შემდეგ დაიწყება. დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
33-ე საყოველთაო ნათლობა 19 დეკემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები