ონის მუზეუმში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს ინსპირაციით შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართება

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხვალ, 20:00 საათზე, თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო – ერთი ექსპონატის ინსტალაცია” პრეზენტაცია გაიმართება. მუსიკოსი დიმიტრი დადიანი და ვენაში მოღვაწე ქართველი ვიდეოარტისტი თათია სხირტლაძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს” ინსპირაციით, ერთობლივად შექმნიან აუდიო-ვიდეო ინსტალაციას.
ორგანიზატორების ცნობით, 27 აგვისტოს, პროექტში მონაწილე არტისტები მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ და ჩაატარებენ ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასებს. პროექტი „თი-ბი-სი“ ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები