კიევის ოლქში აფეთქება მოხდა

კიევის ოლქის ქალაქ ბელაია ცერკოვის ადმინისტრაციის შენობაში აფეთქება მოხდა.
როგორც „ბი-ბი-სის“ საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივ სამსახურში აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. აფეთქება ღამის საათებში მოხდა, როდესაც შენობაში დარაჯის გარდა არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად კარები და ფანჯრები დაზიანდა. ასევე აფეთქების კვალი შეინიშნება ჭერზე და კედლებზე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები