ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვან განსახილველ თემებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი და საარჩევნო კოდესი იქნება.