საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ 35-წლიანი ისტორია გრძელდება

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ 35- წლიანი ისტორია გრძელდება. მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ლეგენდარული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე 70 წლისაა.
23 აგვისტოს, 12 :00 საათზე, კულტურის სამინისტროში საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე, ფესტივალის საოგანიზაციო გუნდთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციას დაესწრებიან კულტურის სამინისტროს, დედაქალაქის მერიის და ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ფესტივალის მიმდინარეობისა და იმ სიახლეების შესახებ, რომელსაც წლევანდელ სეზონზე „ღამის სერენადები“ მსმენელს ჰპირდება. საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ შავიზღვისპირეთში, ბათუმში აღდგა. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2014 წლიდან, პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა. 2016 წელს ფესტივალი უკვე მერვედ გაიმართება და ამჯერად მას ანაკლიაც უმასპინძლებს. ეს იქნება ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები