„ღამის სერენადები“ წელს ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალის, „ღამის სერენადების“ 35-წლიანი ისტორია გრძელდება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს გუშინ ეწვია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
წელს ფესტივალი უკვე მერვედ გაიმართება და ამჯერად მას ანაკლიაც უმასპინძლებს. ეს იქნება ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიბადა.
საფესტივალო საღამოები 27 და 28 აგვისტოს ბათუმში გაიმართება, 30 აგვისტოს ანაკლიაში, ხოლო დასკვნით კონცერტს თბილისი უმასპინძლებს.
დედაქალაქში ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დასკვნითი საფესტივალო საღამო და გალაკონცერტი ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები