Black Sea Arena-ზე Scorpions-ის კონცერტი მიმდინარეობს

მაღალტექნოლოგიურ საკონცერტო დარბაზში, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობს. კონცერტს რამდენიმე ათასი გულშემატკივარი ესწრება, ისინი ლეგენდარული როკ ჯგუფის წევრებს დიდი ოვაციებით შეხვდა.
ჯგუფის წევრები ქართველ თაყვანისმცემლებს ქართულად მიესალმნენ.
“გამარჯობა საქართველო. მე მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ არენაზე ვხდებით ერთმანეთს”, – ასე მიმართა Scorpions-ის ვოკალისტმა არენას დარბაზში შეკრებილ მსმენელებს.
ჯგუფმა სიმღერა საქართველოს დროშის ფონზე შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები