საბურთალოზე ერთდროულად საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და მე-2 სართული იწვის

ხანძარი თბილისში. ცეცხლი პეკინის გამზირზე მდებარე კურპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეხანძრეები ამავე კორპუსის სახურავზე გაჩენილ ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთდროულად საცხოვრებელი კორპუსის სახურავსა და მეორე სართულზე, ბინაში გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო -სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები