„გოდუნოვი-ბურჭულაძის პარტიის შექმნა რომ სააკაშვილის პროექტი იყო, კიდევ ვინმესთვის საეჭვოა დღეს?“

გოდუნოვი-ბურჭულაძის პარტიის შექმნა რომ სააკაშვილის პროექტი იყო, „ნაცების“ გაფერუმარილებული სახით, რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ვინმესთვის საეჭვოა დღეს? – ამის შესახებ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ფინანსური რესურსი სწორედ აღნიშნული პოლიტიკური ალიანსისკენაა მიემართება.

„გოდუნოვი-ბურჭულაძის პარტიის შექმნა რომ სააკაშვილის პროექტი იყო, „ნაცების“ გაფერუმარილებული სახით, რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ვინმესთვის საეჭვოა დღეს? ან თუნდაც დანარჩენები, გირჩები და სტაფილოები რა, „ნაცების“ ფრთები არ არიან? ვინმეს ამის დამადასტურებელი არგუმენტები აკლია დღეს?

სააკაშვილის მიზანი ხომ აბსოლუტურად ნათელია. მან გოდუნოვ-ბურჭულაძე-გირჩების და სტაფილოების ერთად შეყრით (სხვათა შორის, ერთ ღამეში) პრაქტიკულად ჩარეცხა ბოკერია-მაჭავარიანის ძველი „ნაცებით“ დაკომპლექტებული ყოვლად არაპოპულარული დაჯგუფება, ისინი, ვისაც ხალხი დასანახავადაც კი ვერ იტანს და მათ ნაცვლად ასპარეზზე გამოჰყავს გადახალისებული ნეონაციონალური მოძრაობა.

მხოლოდ ეს იყო გოდუნოვი-ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოყვანის მიზანი. მხოლოდ ამიტომ მიამაგრეს მას „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილი კოორდინატორები. „ახალ (ძველ) მემარჯვენეებზე“ აღარაფერს ვამბობ… არც დანარჩენებზე. არც ღირს სალაპარაკოდ. ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს.

დღეს ეს ბედოვლათები ისევ ერთად არიან. გაერთიანდნენ. ერთ ღამეში.

ამ ამბავში ყველაზე კარგი ისაა, რომ საბოლოოდ მოხდა ლუსტრაცია და ხალხმა აშკარად დაინახა, თუ რა საარჩევნო გაერთიანებასთან გვაქვს საქმე, მიუხედავად იმისა, თუ რას დაირქმევენ ამჯერად, ნათელია, რომ ისინი ჩვეულებრივი „ნაცები“ არიან და “ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ იდეოლოგებს წარმოადგენენ და გოდუნოვ-ბურჭულაძე-კაციტაძის პარტიები კი ჩვეულებრივი ნიღაბია. სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ფინანსური რესურსი, ძირითადად, ამ ნეონაციონალებისკენ მიემართება და კეზერაშვილი და სააკაშვილი ბოკერიასთან დარჩენილ ძველ „ნაცებზე“ გაცილებით მეტად სწორედ ახალ და უფრო შეფერადებულ „ნაცებს“ აფინანსებენ. ყველაფერი დალაგდება, მეგობრებო! წინ გამარჯვებისკენ! 41 ! ყველას გილოცავთ ფერისცვალებას ამერიკიდან!“,-წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები