“საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს” – პაპუაშვილი

“საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საქართველოს სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი – ის ეროვნული იდენტობის ფუნდამენტია.

“სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნებას ეფუძნება. საქართველო მზად არის, ამ პრინციპების საფუძველზე გააღრმავოს ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან. ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას. პატივცემულო ელჩებო, მადლობას გიხდით თქვენი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებას საქართველოს სამსახურში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები