ორბანი – უკრაინის ომზე: გაურკვეველია, ვინ ვის დაესხა თავს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა თავს.

მან გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ.

ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება რუსეთისთვის „ომის გამოცხადების“ ტოლფასი იქნებოდა.

“ისინი მშვიდად საუზმობენ სახლში, ყავას სვამენ და ფიქრობენ, თუ რამდენადაა მორალურად გამართლებული, რომ პატარა ქვეყანას დაეხმარო, რომელსაც თავს დაესხნენ, თუმცა, ის არც ისე პატარაა და არც ის არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ახლა ვეხმარებით ქვეყანას, რომელიც ძალადობის მსხვერპლია” – აცხადებს ორბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები