მოსკოვში, იასენევაიას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ დაადაატურა, რომ ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
როგორც ცნობილია, დეპარტამენტის უფროსი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
პეტრენკოს თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთის მიხედვით, აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.