არჩილ გორდულაძე TBC ბანკისა და ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე: ბანკი, რომელიც სექტორის ერთ მესამედზე გაცილებით მეტს ფლობს, პასუხისმგებლობას იღებს იმ სიძულვილზე და ზიზღის ენაზე, რომელსაც ეს ქალბატონი აჟღერებს, მნიშვნელოვანია, TBC ბანკი გაემიჯნოს ასეთ ადამიანებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ TBC ბანკისა და ოპოზიციის აქტივისტ ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

გორდულაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, TBC ბანკი გაემიჯნოს ისეთ ადამიანს, რომელიც სიძულვილის ენით არის გამორჩეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საზოგადოების თვალში აღქმული იქნება, როგორც სიძულვილის და ძალადობის მხარდაჭერა.

„როდესაც ქალბატონი დიხამინჯია სიძულვილის ენით არის გამორჩეული, სიძულვილს აფრქვევს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის მცდარ აზრს არ იზიარებენ და პირიქით, სიმართლეს აჟღერებენ და კრიტიკულად არიან განწყობილები, მათზე თავდასხმებით გამოირჩევა ეს ქალბატონი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი მებრძოლია და ესეც ისევ და ისევ, გარედან მიღებული დავალების თუ ე.წ. გრანტების, სახსრების და თანხებისთვის, რომელთან დაკავშირებითაც ევრობიუროკრატია ამბობს, რომ ყველანაირი შავი ხვრელი უნდა ნახოს, რომ ასეთი ადამიანების დაფინანსება გაგრძელდეს.
როდესაც ისეთი ბანკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სექტორის ერთ მესამედზე გაცილებით უფრო მეტს ფლობს და ამ ყველაფერში რთავს ასეთ ადამიანს, პასუხისმგებლობას იღებს მათ შორის, იმ სიძულვილზეც და იმ კამპანიურ ზიზღის ენაზე, რომლითაც ეს ქალბატონი სოციალურ ქსელებში აჟღერებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ TBC ბანკმა მიიღოს გადაწყვეტილება და გაემიჯნოს ასეთ ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საზოგადოების თვალში აღქმული იქნება, როგორც სიძულვილის და ძალადობის მხარდაჭერა, რაც კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დონის კერძო დაწესებულებისგან. ბანკს აქვს პასუხისმგებლობა თავისი მომხმარებლების, საზოგადოების წინაშე, მაშინ, როდესაც ასეთი დიდი კაპიტალის მქონე არის და განსაკუთრებით, როდესაც მის უკან დგანან უცხოელი პარტნიორებიც“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები