პროექტის „საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბაკურიანში საგანმანათლებლო პროექტის „საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და განვლილი სატრენინგო კურსი შეაფასეს, რომელიც პიროვნული განვითარების, აუდიტორიასთან კომუნიკაციის, სტრესის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებას ითვალისწინებდა.

პროექტის ფარგლებში, 6 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღეს.

დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა და ახალგაზრდები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები