თურქული მედიის ცნობით, 15 ივლისის სამხედრო ამბოხების ერთ-ერთი მონაწილე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს

თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი ადილ ოქსუზი შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია თურქეთის პოლიციას და სპეცსამსახურებს აქვთ, თუმცა ოფიციალური თბილისი მას უარყოფს.
ადილ ოქსუზს გამოცემა Daily Sabah-ი საჰაერო ძალების „იმამს“ უწოდებს, ვინაიდან სწორედ მან შეიმუშავა სამხედრო ამბოხების გეგმა და ის ხელმძღვანელობდა 15 ივლისს უშუალოდ ამბოხებული სამხედროების მოქმედებას.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 49 წლის ოქსუზი და რამდენიმე პირი სამხედრო ამბოხების შემდეგ დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ბოლოს ოქსუზი ანკარაში ნახეს და ის სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო შემდეგ, მან სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადილ ოქსუზი შესაძლოა, აშშ-ში იმყოფებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები