კალიფორნიაში 80 ათასი ადამიანია ევაკუირებული

აშშ-ის კალიფორნიის შტატში 80 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ამის მიზეზი სან-ბერნარდინოს საგრაფოში ტყის ხანძარი გახდა. ხანძარმა ექვსი ათასი ჰექტარის ფართობი მოიცვა. საფრთხე ემუქრება 34 ათას სახლს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხანძრის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცეცხლის გავრცელებას 700-მდე მეხანძრე ებრძვის. ტყის ხანძარს ხელს უწყობს გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები