სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მარიამ ხაჭვანის ფილმი “დინოლა” მონაწილეობას მიიღებს

სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დინოლა” მონაწილეობას მიიღებს.
ფილმი ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარდგენილი.
რეჟისორი ფილმში სვანურ ტრადიციას შეწირულ დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს. “დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივია.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.
სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალი ჰელსინკში, ფინეთში 7-11 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები