ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობას“: საშიში ხართ, სექტასავით ხართ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საშიშებს უწოდებს, რადგან მისი შეფასებით, ისინი სექტასავით არიან. როგორც ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პარტიის წევრები უბრალოდ ფერს იცვლიან.
ყოფილი მინისტრის თქმით, ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ მაშინაც, როდესაც „ნაცმოძრაობა“ „მოქალაქეთა კავშირში“ იყო და მაშინაც. როდესაც ხელისუფლების სათავეში იდგნენ.
„1.“ნაცმოძრაობა“, მაშინაც როცა „მოქკავშირში“ იყავით, და მერეც როცა „ნაცმოძრაობა“ დაირქვით, ქართულ ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ.
2. ეს კაცი თქვენი ხელისუფლების სახე და სახელია, თქვენი ჯალათი. თქვენს წიაღში დაიბადა და სწორედ ისეთია, როგორიც თქვენი ხელისუფლება იყო.
3. ახლაც, როცა „ოცნებაში“ გადმობარგდით, იმავე დამღას ატარებენ თქვენები, ისევე ფიქრობენ და ისევე მოიქცევიან.
4. ამიტომ ხართ საშიში, სექტასავით ხართ, არ იცვლებით, მხოლოდ ფერები გეცვლებათ. ახლა გალურჯდით, სულ ეს არის სახეცვლილება”, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები