ივლისში, ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით, 100.7 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე10.4 პროცენტით მეტია.
წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა. ეს ქვეყნებია, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.
”2016 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (36.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა,”- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები