რესტავრაციის ლაბორატორიამ 29 829 ფურცელი აღადგინა

  იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია 2014 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკური და ქალაქ თბილისის მმაჩის არქივის მასალაზე (1921-1927 წლები) მუშაობას გააგრძელებს. 2014 წელს დასრულდება საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის – გულანის (XVI საუკუნე) რესტავრაცია, რომელიც ხელნაწერის გარდა 12 მინიატურასაც მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 29 829 ფურცელს, 348 ფოტოპოზიტივს (6 ალბომი), 91 ტექნიკურ ნახაზს, 300-ზე მეტ გაზეთს, 53 რუკას. რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: აპოკრიფი – მცნებანი ქრისტესნი (XIV საუკუნე); ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1123 წელი); მეფეთა სიგელები, შეწირულების წიგნები, სასულიერო ხასიათის საბუთები; სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთი (XVI-XIX საუკუნეები); პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდი; გაზეთები „ცნობის ფურცელი“ (1902 წლის ნომრები) და „საქართველოს რესპუბლიკა“ (1918 წლის ნომრები).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები