დიმიტრი ქუმსიშვილი ომალოში „თუშეთობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „თუშეთობის“ ტრადიციულ სახალხო ზეიმში და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. დიმიტრი ქუმსიშვილი ომალოში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიც დაათვალიერეს. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა და ესაუბრა ამხანაგობა “თუშური ფარდაგის“ წევრებს, რომლებსაც „თუშეთი 2016“-ის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა დასახელების ხელნაკეთი და ნაქსოვი საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბუნებრივი საშუალებებით შეღებილი, ათეულობით სხვადასხვა ფერის ბაწარი და ა.შ. “თუშური ფარდაგი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელმაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დახმარებით, პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება მიიღო. ამხანაგობის წევრებმა მიღებული თანხით ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა და ჭურჭელი შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ “თუშური ფარდაგის“ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი ტურისტები, ამხანაგობის ნაწარმი ასევე წარმატებით იყიდება ევროპის მრავალ ქვეყანაში.
ომალოში მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად თუშ მეცხვარეებს შეხვდა. მთავრობის წევრებმა ადგილობრივი მეცხვარეებისგან მოისმინეს ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად „თუშეთობის“ დღესასწაულის ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს და ფოლკლორულ კონცერტსაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები