ნინო ქათამაძე და INSIGHT ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ახალი ალბომის «YELLOW“ პრეზენტაციას გამართავს

21 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმში, ჩოგბურთის კლუბში ნინო ქათამაძე და INSIGHT ახალ ალბომის „YELLOW“ პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ქათამაძის შემოქმედებაში რიგით მე-6 ალბომია. YELLOW თებერვლის ბოლოს ბერლინში ჩაიწერა, ხოლო მისი პრეზენტაცია შედგება ბათუმში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს: ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე ანსამბლი “შვიდკაცა“.
კონცერტის ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელია ჩოგბურთის კლუბის სალაროებში და ასევე ონლაინ – www.tkt.ge-ზე.
ბილეთის ფასი 25 ლარიდან 70 ლარამდეა. ღონისძიება “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება.
ნინო ქათამაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდგომი დაგეგმილია წვეულება (after party). სპეციალურად მოწვეული სტუმარი DJ Paul Anderson ლონდონიდან შემოგვთავაზებს ნინოს ჰიტების რემიქსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები