„ღამის სერენადების“ 35 წლიანი ისტორია გრძელდება

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ 35 წლიანი ისტორია გრძელდება
მისი უცვლელი სამხარტვრო ხელმძღვანელი , ლეგენდარული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე 70 წლისაა……
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ შავიზღვისპირეთში, ბათუმში აღდგა.
წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2014 წლიდან, პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.
2016 წელს ფესტივალი უკვე მერვედ გაიმართება და ამჯერად მას ანაკლიაც უმასპინძლებს. ეს იქნება ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიბადა.
საფესტივალო საღამოები 27 და 28 აგვისტოს ბათუმში გაიმართება სასტუმრო ჰილტონის დარბაზში 30 აგვისტოს – ანაკლიაში ღია ცის ქვეშ, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს – თბილისში.
დედაქალაქში კონცერტებს უმასპინძლებს სასტუმრო „ბილთმორი“ , (2 სექტემბერი ) რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი (3 სექტემბერი), ოპერის თეატრი, (4სექტემბერი) სადაც ლიანა ისაკაძის იუბილისადმი მიძღვნილი დასკვნითი საფესტივალო საღამო და გალა კონცერტი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები