„ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა“
ჩვენი ხელისუფლება გმობს იმ მიდგომას, რომელიც წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის და მისი ბიზნესის წინააღმდეგ აწარმოა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა , თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენი ხელისუფლება გმობს იმ მიდგომას, რომელიც წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის და პიროვნულად მის წინააღმდეგ აწარმოა. ვთვლით, რომ ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა, რომელიც განხორციელდა და რეალურად ეს იყო ის მოდელი, რომლითაც ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება ბიზნესს. ძალიან ბევრ ქარტეხილს გაუძლო ოჯახმა და მინდა განსაკუთრებით დიდი პატივისცემა გამოვხატო ბადრი პატარკაციშვილის დედის მიმართ, რომელმაც ყველაფერი ეს მასთან ერთად გამოიარა”, – აღნიშნა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში, არც ბიზნესი და არც ერთი მოქალაქე არ გახდებოდა იმ ტერორის მსხვერპლი, რომლის მსხვერპლი მისი თქმით, 9 წლის განმავლობაში იყო ქართული საზოგადოება.