“სააკაშვილს მისი დაღეჭილი ჰალსტუხით ფეხებით ჩამოვკიდებდი ფუნიკოლიორის ანძაზე”

„12 აგვისტოს ნაცები დიდგორის წაბილწვას აპირებენ!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
ელიზბარ ჯაველიძე გამოცემასთან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს. აკადემიკოსი, 8 წლის შემდეგ, აცხადებს, რომ აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო. „აგვისტოს ომის უპირველესი დამნაშავე, რა თქმა უნდა, ეს ცოცხალი ლეში – სააკაშვილია! დიახ, სწორედ სააკაშვილმა წამოიწყო ამერიკელი პატრონების დავალებით ეს ფართომასშტაბიანი ომი, რითაც რუსეთს ქართული მიწების ოკუპაციის საშუალება მისცა! რუსეთის ადვოკატობას არ ვიკადრებ, მაგრამ სიმართლე ეს არის. სააკაშვილმა ჯერ ე.წ. კონსტიტუციის წესრიგის აღდგენა წამოიწყო და ამის მერე შემოიჭრნენ რუსული სატანკო არმადები საქართველოში!. ეს იყო სამშობლოს ღალატი, რადგან სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა რუსეთი! ჩემი ნება რომ იყოს სააკაშვილს მისი დაღეჭილი ჰალსტუხით ფეხებით ჩამოვკიდებდი ფუნიკოლიორის ანძაზე! სააკაშვილთან ერთად სახელმწიფოს ღალატისთვის უნდა გასამართლდნენ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, კეზერაშვილი და ყველა ეს აკუ -გაკუები! ეს უსირცხვილო ნაცები რომ გამოდიან და „პატრიოტობენ“ აქაოდა, ჩვენ შევებრძოლეთ რუსეთის აგრესიასო, ყველანი ცოცხებზე უნდა დასვა! თქვენ კი არ შეებრძოლეთ რუსულ აგრესიას, თქვენ მოიპატიჟეთ საქართველოში რუსული აგრესია და ხალხი ჩაახოცინეთ , თქვე ნაძირლებო! სააკაშვილი „აგვისტოს ომის გმირი“ კი არა, საქართველოს სირცხვილი და თავის მოჭრაა! აქვე ირაკლი ალასანიაც არ უნდა დავივიწყოთ, ახლა რომ ფრთაშესხმული ანგელოზივით ნაბავს თვალებს – მისი „დამსახურებით“ არის, კოდორიც რომ დავკარგეთ!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამავე ინტერვიუში აკადემიკოსი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე შეკრებას ეხმაურება. „12 აგვისტოს ნაცები დიდგორის წაბილწვას აპირებენ! ყველა ქართველს მოვუწოდებ, ეს სატანები იქვე დაფლან! თუ ესენი გაბედავენ დიდგორზე ასვლას, მაშინ არცერთი მათგანი არ უნდა დაინდო! ამათ მთელი საქართველოს მეცნიერება, განათლება, მორალი და ზნეობა გაანადგურეს და რა უნდათ დიდგორზე?! „ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები