ვანესა მეი: დიდი სურვილი მაქვს კიდევ დავბრუნდე

მევიოლინე ვანესა მეის კონცერტმა შეკვეთილში ანშლაგით ჩაიარა. მუსიკოსმა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები და კომპოზიციები შეასრულა. Black sea arena-ზე კრისტინა აგილერას შემდეგ ეს მეორე კონცერტი იყო.
„ძალიან კარგი დრო გავატარე საქართველოში. მომეწონა ბათუმი, ულამაზესი ქალაქია. შესანიშნავი ხალხი ხართ. კარგი მსმენელები. ჩემთვის ამაღელვებელი კონცერტი გამოვიდა. დიდი სურვილი მაქვს კიდევ დავბრუნდე,“ – განაცხადა ვანესა მეიმ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
კონცერტს 9 ათასზე მეტი მსმენელი დაესწრო. მათ შორის, მთავრობის წევრები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები