ზვიად კვაჭანტირაძე ლევან ვარშალომიძეს – ლევან, ბეჩურად ნუ იქცევი, ლამაზად მოიქეცი, სირცხვილია…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ბეშუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აჭარაში ”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერს, ლევან ვარშალომიძეს მიმართავს.
„საარჩევნო ქცევის წესებს არღვევთ, ნაცებო. დღეს დაადასტურეთ, რომ ფიქცია იყო იმ დოკუმენტზე თქვენი შემოერთება. ლევან, ბეჩურად ნუ იქცევი, ლამაზად მოიქეცი, სირცხვილია“… – წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამავე საკითხს ეხმაურება კიდევ ერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, გია ვოლსკი და აღნიშნავს: „სააკაშვილის სტილია, მიუვარდიო, უთხრა 100%..“
შეგახსენებთ, რომ დღეს, აჭარაში, შუამთობის დღესასწაულზე, ბეშუმში, ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ვარშალომიძეც გამოჩნდა.
ის სპეციალურად დამონტაჟებულ სცენასთან იმ დროს მივიდა, როცა გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივებს სიტყვით მიმართავდა და შუამთობის დღესასწაულს ულოცავდა.
ვარშალომიძემ მხარდამჭერებთან ერთად სცადა, სცენასთან ახლოს მისულიყო და დამდგარიყო, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები