თინა ხიდაშელი: მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების

მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის, – ამის შესახებ “რესპუბლიკელების” დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და მისი ზესტაფონში დასახელების თემას ვრცელ სტატუსს უძღვნის.
“თინა ზესტაფონშიო!!! რატომაო? 1. მე პირადად დავიბადე და გავიზარდე თბილისში, და არ დაიწყებ ეხლა სინამდვილეში ასე და ისე – თქო. თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვირელი, სწორედ ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირიდან. 2. თბილისელობის გარდა სრულიად ყველა მხრიდან და ყველა გადასახედიდან იმერელი ვარ და იდენტიფიცირება სწორედ იქაურობასთან მაქვს. 2008-ში ზესტაფონში მიტინგზე ვთქვი ერთხელ “სახლში მოვედი”-თქო და არასოდეს დამავიწყდება ზესტაფონლების რეაქცია. 3. სწორედ ეს რეაქციაა, რომელიც შემდეგ არაერთხელ გამომიცდია, ჩემი სამწლიანი ქუთაისური ცხოვრების ზესტაფონური დრო მაძლევს ენერგიას და იმედს. 4. 4 წლის წინ საგარეჯოში წავედი. მაშინაც ყველა შოკშო იყო. საგარეჯოდან ერთი ბებია მყავდა და სულ ეს იყო ამ თბილისელი გოგოს ბმა იქაურობასთან, მაგრამ ბევრი გულზე მჯიღის მცემელისგან განსხვავებით, მაშინ ოლქი მოვიგე. არ დაგავიწყდეთ თითქმის 40% აზერბაიჯანულია ის ოლქი. და მაინცდამაინც ვერც ვერავინ მოიგო მაშინ ე.წ. განწირული წითელი ოლქები. 5. ხოდა, არც არასდროს მივლია ადვილი გზით და არც ახლა ვგეგმავ. 6. მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის და რომელიც მზად არის დღე და ღამე თქვენთან ერთად, თქვენთვის იშრომოს და იბრძოლოს. 7. ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ჩემთან ერთად გაიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათ-იყო მონაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე. წავიდეთ და მოვიგოთ!!!” – წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები