კახა კალაძე: წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს, ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენებს წარმატებად უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
“რამდენიმე საათში დაიწყება ბრაზილიის ოლიმპიური თამაშები! წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს, ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენებს! ოლიმპიური ჯილდოებით და ახალი სპორტული გამარჯვებებით დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში!”, – წერს კალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან 2 პარაოლიმპიელი იასპარეზებს. გარდა პარაოლიმპიელებისა, საქართველოს პრესტიჟულ ოლიმპადაზე 39 ქართველი სპორტსმენიც წარადგენს, მათ შორის 5 გორელი. რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „მარაკანას“ სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება. შოუ, ბრაზილიის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, პომპეზური და მასშტაბური არ იქნება, მაგრამ თანამედროვე სტილში იქნება გადაწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები