დაჩი ცაგურია ირაკლი აბესაძეს წარსულს ახსენებს

შპს “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია თბილისის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ირაკლი აბესაძის 27-პუნქტიან ტყუილებს მინდა გამოვეხმაურო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რამდენიმე წამში მათი 127 შეცდომა, ტყუილი, ან ცოდვა შემიძლია ჩამოვწერო. დღეს ვერ მოვიცალე პუნქტებისთვის დრო დამეთმო, მაგრამ უცებ მაინც ვიტყვი, რა:
1. ფაცი-ფუცი და ერთ ღამეში აშენებულ-გახსნილი კლინიკები, გზები, სასტუმროები მაგათი მოგონილია.
2. ლარად ესენი ყიდდნენ მიწებს, გასცემდნენ უკანონო ნებართვებს მშენებლობებზე – 2007 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ ატენის ქუჩაზე, უსამართლოდ გაცემული 9-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცეს, 2011 წელს, მერიის მაშინდელი ხელმძღვანელობა, მშენებლობის ორგანიზატორებს პროექტის ცვლილებაზე დათანხმდა და 9 საცხოვრებელ სართულზე კიდევ 16 სართულის დამატების უფლება მისცა. 2014 წელს კი, 25 საცხოვრებელ სართულზე კიდევ 2 მიწისქვეშა სართულის მშენებლობის უფლება მისცა. საბოლოოდ, კონტრაქტორმა უსამართლოდ ქალაქის ცენტრში 27-სართულიანი სახლის მშენებლობის უფლება მიიღო. სართულების დამატებაზე თანხმობას იმდროინდელი ვიცე-მერის და ახლანდელი საკრებულოს დეპუტატის, ირაკლის აბესაძის ხელმოწერა აქვს. მეტსაც გეტყვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიიდან 9273 კვ.მ. მიხეილ სააკაშვილის დედას მიზერულ თანხად მიყიდა.
3. როდესაც სხვის ხელფასებზე და პრემიებზე საუბრობენ, დაფიქრდნენ და გაიხსენონ – 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა. პარტიული ნიშნით, არაფრისთვის, უხდიდნენ მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ. საერთო ჯამში, 59 ადამიანი დასაქმდა. საბჭოს თითოეულ წევრს ხელფასის სახით 2 500 ლარი დაენიშნა. 2012-2013 წლებში საბჭოს წევრებზე გაცემული ხელფასმა, საერთო ჯამში, 1 549 270 ლარი შეადგინა. (მაგალითისთვის მოვიყვან:
1. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ – ეკატერინე ხერხეულიძე.
2. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ – გიორგი როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიგა ნასარიძე, გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე, ხათუნა ოჩიაური.
3. შპს „სინათლის ქალაქი“ – კობა ხაბაზი, ვლადიმერ ვარძელაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი და ა.შ.
4. სხვის პრემია-დანამატებს და ხელფასებს რომ ითვლიან – სევდია უგრეხელიძეზე 2013-14 წლებში გაცემულია 145 ათასი ლარი ამაში ხელფასია 49 ათასი, დანამატი 61 ათასი, პრემია 35 ათასი; ირაკლი აბესაძეს 2013-2014 წლებში აუღია 142 ათასამდე – აქედან ხელფასი 49 ათასი ლარი, დანამატი 60 ათასი ლარი, პრემია 33 ათასი ლარი; შოთა ხიზანიშვილს 2013-2014 წლებში აუღია სულ 153 ათასი აქედან ხელფასია 49 ატასი, დანამატი 62 ატასი, პრემია 42 ათასი.
5. დახურეს 50 საბავშვო ბაღი და ერთ დღეს გაათავისუფლეს 200-მდე მასწავლებელი. საარჩევნო შტაბებად ჰქონდათ ქცეული საბავშვო ბაღები და მათი დირექტორები „ნაცმოძრაობის“ ზონდერები იყვნენ, ან ზონდერების მშობლები.
6. თავად რგავდნენ 700-ლარიან ხეებს.
7. მათსავე ანგარიშზეა 20 ათასი გაჩეხილი ხე.
8. გიგის და მიშას მონაპოვარია „სანდრაბუსები“ და ყვითელი „ბოგდანები“.
9 გიგის და კეზერას ბიზნეს-მონაპოვარია წყევლადქცეული „სითი-პარკი“.
10 მივლინებები და გულაობა მათი მოგონილი იყო.
11. ცოლები, საყვარლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და მეგობრების საყვარლები სწორედ მათ ჰყავდათ დასაქმებული და ბევრ უწყებაში და, მათ შორის, მერიაში ალბათ დღესაც რჩებიან სადღაც ქვედა რგოლებში მაინც.
12. დარბეული გარევაჭრობა.
13. პრივილეგირებული კომპანიები ტენდერებში.
14. სტიქიის მეორე დილით მილანში საშოპინგოდ მათი ლიდერი დადიოდა.
15. ტელევიზებს ესენი არბევდნენ და მათი მერი მონაწილეობდა მედიაგადანაწილების პროცესებში.
16 მათ მიაღწიეს იმას, რომ მონოპოლიზებულია თბილისში სარეკლამო ბილბორდები და დაფები.
17. მათი ხელისუფლება გვპირდებოდა “ღიმილიან საქართველოს” და დაგვტოვეს, მართლაც, “გაღიმებულები“.
18. ვინ გააქცია ქალაქიდან ინვესტორები? რა უქნეს „სონის“ მაღაზიას?
19. ვინ იფორმებდა ბიზნესწილებს ერთ ღამეში?
20. ვინ დარბოდა სტრიპტიზბარებში? ვინ გულაობდა ღამის კლუბებში? არ იგულავა უგულავამ?!
21. ვისი მერი აკეთებდა საჯარო მოხსნებს და დაჭერებს? 22. ვინ მუშაობდა დარბეული „იმედის“ ჟურნალისტების გადმობირებაზე?
23. ვინ გაყიდა სტადიონები?
24. ვისი დედა ანგრევს ახლა „გეპეის“ სტადიონს?
25 ვინ დაანგრია თაბუკაშვილზე მაღალსართულიანი კორპუსი, ვინ გამოყარა ხალხი ქუჩაში იძულებით?
26. ვინ გასცა ნებართვა თბილისის დამახინჯების, ვის დროს დაიწყო სიმახინჯე „ბილტმორის“ მშენებლობა?
27. ვინ შეტენა ბიძინას ძალით ბოტანიკური ბაღი? და კიდევ რამდენი რაიმე გადაარჩინა ივანიშვილმა მათგან გასხვისებას და უცხო ინვესტორის შემოსვლას?
28. ვინ მოიგო წაგებული ომი, ვინ ხაოდა რუსთაველზე აგვისტოს დღეებში, ვინ ზეიმობდა გამარჯვებას და ვისი გმირები იცლებოდნენ სისხლისგან ზუსტად ამ დღეებში შიდა ქართლში? გავაგრძელო? დრო აღარ მაქვს, კიდევ მაქვს ბევრი თემა, უბრალოდ, მართლა მეჩქარება”, – წერს დაჩი წაგურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები