“არარჩეული ევრობიუროკრატების ხელში ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი დარჩენილი იარაღია საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის განსახორციელებლად” – გორდულაძე

“არარჩეული ევრობიუროკრატების ხელში ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი დარჩენილი იარაღია საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს არის ბოლო ტყვია მათ მჭიდში. რამდენად გამოიყენებენ, მათზე იქნება დამოკიდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული შესაძლებლობაა.

“ეს დამყარებული იყო და არის ნაკისრ ვალდებულებებზე, რასაც ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს. მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს შესრულებული. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვასრულებთ, არის ევრობიუროკრატიის მცდელობები, ქვეყნის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ, რის საშუალებასაც არ ვაძლევთ. სწორედ ამიტომ, ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც არარჩეული და, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ კორუფციაში მხილებული ბიუროკრატები აკეთებენ. მათ უკან ის ძალები არიან, რომელთა მიზანი პროქსი ომების წარმოებაა“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები