რა თანხები გადაურიცხეს “ნაციონალმა” ლიდერებმა საკუთარ პარტიას – შეესაბამება თუ არა 100 ლარი მათ სოლიდურ შემოსავალს
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა – დავით ბაქრაძემ, მიხეილ მაჭავარიანმა, გიორგი ბარამიძემ და ხათუნა გოგორიშვილმა საკუთარ პარტიას ივლისის თვეში შემოწირულობის სახით, 100-100 ლარი გადაურიცხეს. ეს თანხა იმასთან შედარებით, რაც მათ საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში ხელფასის სახით მიიღეს, მიზერულია, ამას მათი ქონებრივი დეკლარაცია ცხადყოფს.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, 2016 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებს ასახავს.
აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ რიგით მერვე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ივლისში, შემოწირულობების სახით 9 590 ლარი მიიღო.
დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ დეპუტატებმა – გიორგი ბარამიძემ, ხათუნა გოგორიშვილმა, მიხეილ მაჭავარიანმა და დავით ბაქრაძემ ივლისში, სხვადასხვა დღეს, საკუთარ პარტიას 100-100 ლარი შემოწირულობის სახით გადაურიცხეს.
„კვირა“ ზემოთ აღნიშნული პირების მიერ, სხვადასხვა პერიოდში, პარტიაში გადარიცხული თანხებითაც დაინტერესდა.
გაირკვა, რომ 2016 წელს, სხვადასხვა დროს, შემოწირულობის სახით პარტიაში გიორგი ბარამიძემ 5600 ლარი, ხოლო მიხეილ მაჭავარიანმა 1600 ლარი გადარიცხეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა სახეებმა – ხათუნა გოგორიშვილმა და დავით ბაქრაძემ, პარტიის წინასაარჩევნო კამპანია 2016 წელს მთლიანად, ყოველთვიურად 100-100 ლარით დააფინანსეს, რაც, ჯამში, 2016 წელს 700 – 700 ლარს გაუტოლდა.
„კვირა“ ასევე დაინტესედა, შემომწირველი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციით, თუ რა შემოსავალი მიიღეს მათ, ოთხი წლის განმავლობაში, 2012 -2016 წლებში, პარლამენტში ყოფნის პერიოდში.
ცნობისათვის, მკითხველს შევახსენებთ, რომ საჯარო პირები ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს წინა წლის შემოსავალს მიუთითებენ.
დავით ბაქრაძე:
2013 – 92 742 ლარი მიიღო.
2014 წელს – 84 465 ლარი
2015 წელს – 84 465 ლარი
2016 წელს – 84 465 ლარი.
საერთო ჯამში, პარლამენტის წევრმა დავით ბაქრაძემ ოთხი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 346 137 ლარი მიიღო.
მიხეილ მაჭავარიანი:
2013 წელს – 71 748 ლარი
2014 წელს – 62 445 ლარი
2015 წელს – 62 445 ლარი
2016 წელს – 61 611 ლარი
ასე რომ, მიხეილ მაჭავარიანმა ოთხი წლის განმავლობაში 257 949 ლარი მიიღო.
ხათუნა გოგორიშვილი:
2013 წელს – 77 868 ლარი
2014 წელს – 70 211 ლარი
2015 წელს – 69 885 ლარი
2016 წელს – 70 750 ლარი.
რაც, საერთო ჯამში 288 714 ლარია.
გიორგი ბარამიძე:
2014 წელს – 60 060 ლარი
2015 წელს – 74 964 ლარი
2016 წელს – 76 065 ლარი.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო
უმცირესობის წევრმა სამი წლის განმავლობაში 211 089 ლარი მიიღო.
რაც შეეხება გიორგი ბარამიძის მიერ 2013 წელს შევსებულ დეკლარაციას, დეპუტატი აქ მიუთითებს, რომ მან ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 64 0500 ლარი მიიღო, თუმცა, მან ეს თანხა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს პოლიტიკური დაფინანსების შემოწირულობების სია გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია ნაჩვენები, ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოწირულობა „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 2 124 570 ლარის ოდენობით მიიღო.
621 527 ლარით მეორე ადგილს პაატა ბურჭულაძის პარტია იკავებს, რომელსაც 195 800 ლარით „თავისუფალი დემოკრატები“ და პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ 208 400 ლარით მიჰყვება. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ამ თვეში 103 994 ლარით დაფინანსდა.
აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯამში, პარტიების შემოწირულობებმა ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ივლისში, 3 486 1191 43 ლარი შეადგინა.