კლაუს ჰენინგ გარი: ამ რაოდენობით ჩვენი საარჩევნო კანდიდატების სიკვდილი, ეს ტრაგედია სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია, სხვა პარტიებში ჩვენი ეს დანაკლისი დიდად არ შეუმჩნევიათ
“ამ რაოდენობით ჩვენი საარჩევნო კანდიდატების სიკვდილი, ეს ტრაგედია სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია. სხვა პარტიებში ჩვენი ეს დანაკლისი დიდად არ შეუმჩნევიათ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მერობის კანდიდატმა დიუსელდორფში, კლაუს ჰენინგ გარიმ წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში გერმანიაში რეიტინგით მეორე პოლიტიკური პარტიის 7 კანდიდატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ამ რაოდენობით ჩვენი საარჩევნო კანდიდატების სიკვდილი, ეს ტრაგედია სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია. სხვა პარტიებში ჩვენი ეს დანაკლისი დიდად არ შეუმჩნევიათ. საუბარია ისეთ გარემოებებზე, რომელთა სრულყოფილად გამოძიება შეუძლებელია. ბევრი დეტალი გამოძიებამაც ვერ დაადგინა. მიმდინარე ფონის გათვალისწინებით, ეს შემაშფოთებელია და კიდევ ერთი დასტური ჩემთვის იმ საშინელი ზიზღის კამპანიისა, რომელსაც ეწევიან AfD – ს წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.