“ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის და არც სიძულვილის” – გიორგი გაბუნია

“ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“ -ს კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა – გიორგი გაბუნიამ განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, სანამ კითხვაზე გადავიდოდე, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, ხვალ იწყება სასწავლო წელი. განსაკუთრებით პირველ კლასელებს მინდა მივულოცო. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ცხოვრების ახალი ეტაპია. მინდა ვუსურვო ბედნიერ, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის განათლებული ახალგაზრდობა. ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავცეთ პასუხი განათლებით და ასევე, აღზრდით. აღზრდა კიდევ აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. აღზრდა ოჯახის საქმეა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები