ქედაში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
ქედაში, სოფელ ვაიოს მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.