“ერთი საათით დაგვიანების’’ დაბრალება, მინიმუმ უხერხულია”

წუხელ, ზესტაფონის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სოფიო კობაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შეტყობინების შემოსვლიდან ზუსტად ხუთ წუთში იყო პირველი სახანძრო მანქანა მობილიზებული შემთხვევის ადგილას.
გამომდინარე იქიდან, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება არსებობდა, დამატებით გაიგზავნა სახანძრო მანქანები თერჯოლიდან და ქუთაისიდან. ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტში გაჟღერებული დაზარალებული ქალბატონის კომენტარს რაც შეეხება, შევდივართ მის მდგომარეობაში და თანავუგრძნობთ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ “ერთი საათით დაგვიანების’’ დაბრალება, მინიმუმ უხერხულია“, – წერს სოფიო კობაიძე.
მისივე თქმით, სახანძროში ქალბატონს არ დაურეკავს, იგი ესაუბრა 112-ის ოპერატორს, რომლიც “ნაზი ხმით’’ და ძალიან თავაზიანად უხსნიდა ყოველ დარეკვაზე, რომ ინფორმაცია იყო გადაცემული შესაბამის სამსახურში, მანქანები იყვნენ გასულები, ადგილზე მისულები, კიდევ დამატებით გაიგზავნა მანქანები და ა.შ. (ქალბატონი ითხოვდა მანქანების დამატებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ისედაც იყო მიღებული და მანქანები დამატებული)…
„მაღალკვალიფიციურმა მეხანძრე-მაშველებმა, ვფიქრობ, უკეთ იციან, როგორ უნდა ჩააქრონ ცეცხლი. სახანძრო გამოუცდელი არ არის. ,,ლისტზე’’ ასხამენ წყალს და ცეცხლი ხეს უკიდიაო’’(ზუსტი ციტირებაა)! დიახაც! სახანძრო გამოუცდელი არ არის! და ყოველთვის ზუსტად იციან, სად და რამდენი წყალია საჭირო! იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობენ, ათეულ წელს ითვლის…ცეცხლი გაუჩნდა სასაწყობე ფართების ჭერსა და სახურავს შორის სასხვენო გადახურვას… მეხანძრეები ,,ლისტებზე’’ წყალს კი არ ასხამდნენ, სახურავზე იდგნენ და თუნუქს ხდიდნენ, რომ წყლის ჭავლით ჩაექროთ ხის ალმოდებული კონსტრუქციები… ასე ხდება ხანძრის ლოკალიზება, მეგობრებო! მეხანძრეების ენაზე ამას, ,,ცეცხლის დაჭერა’’ ჰქვია… 15 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 80-მდე მეხანძრე- მაშველი იყო ჩართული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში… მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შედეგი არ ყოფილიყო იმაზე უარესი, ვიდრე იყო…
P.S. არსებობს სპეციალურ პროგრამაში დაფიქსირებული ოფიციალური ქრონომეტრაჟი, სადაც ჩანს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიულ ცენტრში შეტყობინების შემოსვლის, თითოეული მანქანის გასვლის, ადგილზე მისვლის, ხანძრის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის ამსახველი დრო…ფაქტი ჯიუტია, მიუხედავად იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს მსგავსი ბრალდებების წაყენებისას!“ – წერს სოფიო კობაიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები