ალექსანდრე კობაიძე: გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესების შედეგად, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ეს არის მასკარადი, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეიძლება ხელს აძლევდეს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
„ცალსახად, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ეს არის მასკარადი, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეიძლება აწყობდეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს წინასაარჩევნოდ წამოწეული თემებია და მიანიშნებს, რომ გიორგი პაპუაშვილი, მართლაც, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისგან იმართება. უნდა გაირკვეს, თუ ის პარტიული პიროვნებაა, უნდა დატოვოს თანამდებობა და განახორციელოს თავისი პოლიტიკური მიზნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივი უნდა სცეს საზოგადოებას, ქვეყანას და ემსახუროს მას,“-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ცალსახაა, რომ გიორგი პაპუაშვილი დღეს მანიპულირებს და პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა.
„სასამართლოს ყველამ უნდა დაანებოს თავი და მიეცეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ პროცესებს, სადაც მოსამართლეების პოზიციას საჯარო განცხადებებით გამოხატავენ, ვითომ მათზე ფსიქიკური და სხვა ზეწოლა ხორციელდება. ადამიანები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, 9 წლის განმავლობაში იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც ერთხელ არ გაუპროტესტებიათ ადამიანის უფლებების უხეში დაღვევა, რაც იმ წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩნდება კითხვა, როცა გიორგი პაპუაშვილი ზეწოლაზე საუბრობს, ხომ არ არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურით დატვირთული. გამორიცხულია, რომ ადამიანს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული ჰქონდეს და მართლმსაჯულებას ლახავდეს“, -განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები