ნეპალში საპროტესტო აქციები გრძელდება – დემონსტრანტებმა პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს

მას შემდეგ, რაც ნეპალის პრემიერ-მინისტრმა შარმა ოლიმ თანანმდებობა დატოვა, დედაქალაქ კატმანდუში ვითარება უკიდურესად დაიძაბა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დაწვეს უზენაესი სასამართლოს შენობა და სპეციალურ ანტიკორუფციულ სასამართლო. ხოლო კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტი უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიხურა.

„აეროპორტის გარშემო ხილვადობა ნულოვანია, ამიტომ ყველა რეისი შევაჩერეთ“, – განაცხადა ნეპალის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს წარმომადგენელმა, გიანენდრა ბჰულმა.

ოლი მას შემდეგ გადადგა, რაც მომიტინგეები კვლავ მოითხოვდნენ მთავრობისგან პასუხისმგებლობას კორუფციისა და პოლიციის ძალადობისთვის, რამაც 19 ადამიანის მკვლელობა და 100-ზე მეტი ადამიანის დაჭრა გამოიწვია.

როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმ თანამდებობა დატოვა, გაურკვეველია, შეწყვეტენ თუ არა მომიტინგეები დემონსტრაციებს, რადგან ბევრი მათგანი მთავრობის დათხოვნას მოითხოვს.

სამშვიდობო ძალები და პოლიცია დედაქალაქში მობილიზებულნი არიან, თუმცა შეტაკებები პერიოდულად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები