რომან დუმბაძის მეუღლე მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თაღლითობაში ამხელს

  რუსეთში მოკლული გენერალ რომან დუმბაძის მეუღლე ცისანა დუმბაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ცისანა დუმბაძე „კვირას“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. გენერალმა რომან დუმბაძემ, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა მხარემ რუს სამხედროებს 12 ქართველ ტყვე ჯარისკაცში გაუცვალა, საპატიმრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. გარდაცვლილი გენერლის მეუღლე აცხადებს, რომ თავის დროზე დუმბაძის ოჯახის წევრებს ყოფილი პრეზიდენტისთვის შეწყალების შესახებ არ მიუმართავთ. ცისანა დუმბაძე ამბობს, რომ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია კითხვა, თუ რის საფუძველზე დატოვა დუმბაძემ 2008 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულება.

„ჩემთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რის საფუძველზე დატოვა ჩემმა მეუღლემ საკანი, რატომ გადასცეს რუსეთს. ჩემმა მეუღლემ საქართველო 2008 წლის აგვისტომ ომის შემდეგ დატოვა. მას შემდეგ, რაც „კვირამ“ ვიაჩესლავ ბორისოვის ინტერვიუ გამოაქვეყნა, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე, რომ თურმე ჩემი მეუღლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუწყალებია. თუმცა, არც მე, არც რომანს და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს მიხეილ სააკაშვილისთვის შეწყალებისთვის არ მიგვიმართავს, ან როგორ მივმართავდით, ჩემი მეუღლე მიხელ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. ბორისოვის ინტერვიუს შემდეგ, 2014 წლის იანვარში, რომელიც თქვენმა პორტალმა გამოაქვეყნა, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით მივმართე, მაინტერესებდა, რის საფუძველზე დატოვა ციხე ჩემმა მეუღლემ. სწორედ წელს, იანვარში გავიგე, რომ ჩემი მეუღლე ყოფილ პრეზიდენტს შეუწყალებია. როგორ შეიწყალა, ჩვენ არც ერთს არ მიგვმართავს? არც მე, არც ნოდარს, არც ოჯახის რომელიმე წევრს, ამიხსენით, მაშინ როგორ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა. რატომ გადასცეს რუსებს ჩემი მეუღლე…. რის საფუძველზე? ციხეში უამრავი პატიმარი ითხოვს შეწყალებას, ჩვენ ეს არ მოგვითხოვია… ჩემი მეუღლე მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო… ეს მთელმა საქართველომ იცის“, – აღნიშნა ცისანა დუმბაძემ.

აღსანიშნავია, რომ ცისანა აბაშიძე მოსკოვში გუშინ გამართულ სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით ვერ დაესწრო. პროცესის შედეგების შესახებ მან მედიასაშუალებებიდან შეიტყო.10168347_10202461343472574_234520091_n

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის სასამართლოს წინაშე გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გოჩა კვირიკაშვილმა სასამართლოს წინაშე მკვლელობა საჯაროდ აღიარა და მკვლელობის დამკვეთად დავით ჯიჭონავა დაასახელა. ინფორმაცია „კვირას“ მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენმა ზაზა გაბედავამ მიაწოდა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. გაბედავას თქმით, ჯიჭონავა არ ყოფილა დუმბაძის მკვლელობით უშუალოდ დაინტერესებული პირი. მისი თქმით, თავად ჯიჭონავას მკვლელობა დათა ახალაიამ შეუკვეთა და შემსრულებლებისთვის გადასაცემი თანხაც თავადვე გადასცა. ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის 21 მაისს საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლეტიდან დაცხრილეს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომან დუმბაძემ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასლან აბაშიძის გვერდით დადგა. რომან დუმბაძე 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურმა თავდაპირველად სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი სასამართლომ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 17- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აგვისტოშივე გენერალი რომან დუმბაძე ქართულმა მხარემ რუს სამხედროებს 12 ქართველ ტყვე ჯარისკაცში გაუცვალა. 2010 წელს დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები