თინა ხიდაშელი “წაშლილი კომენტარებით, გულებით… შთაგონებულ” სტატუსს აქვეყნებს

მე მაინც მიყვარხართ იმ დღეებისთვის, რომელიც ერთად, წარმატებით გამოვიარეთ,- ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმ ადამიანებს, ვინც მას თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყოფილი მინისტრი წერს, ამ ქვეყნად მნიშვნელოვანი ადამიანები და ურთიერთობებია.
„43 წლის ვარ, და 18 წლიდან სულ მუდამ ვშრომობ, ცხოვრებამ სად არ გადამისროლა და რა არ გამოვცადე, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ჩემს თავს… ვისაც გჯერათ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ, ადამიანები ვართ, თანამდებობების და სოციალური სტატუსის მიუხედავად, მთავარია ურთიერთობები, რომელიც ცხოვრების გზაზე ერთმანეთს რომ გადავეყრებით, მაშინ გვიყალიბდება, მაშინ ყველაზე მთავარი დღე ყოფილა დღეს ჩემთვის. წაშლილი კომენტარების, გულების, სიყვარულის ახსნების რაოდენობით შთაგონებული სტატუსია ეს. მე მაინც მიყვარხართ იმ დღეებისთვის, რომელიც ერთად, წარმატებით გამოვიარეთ. „ფაცებუქო“, ძალსა შენსა“,- წერს ხიდაშელი.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობა ოფიციალურად გუშინ დატოვა. მის შემცვლელად კი პრემიერ-მინისტრმა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა. მოგვიანებით, სწორედ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ყოფილი მინისტრი და განაცხადა: „პირდაპირ რომ ვთქვა, არ შეიძლება, ჯარს თავზე სუს-ი დაასვა“. ყოფილი მინისტრის ეს განცხადება კი მმართველი გუნდის უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები