კახეთში, ავტოსამრეცხაოში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ავტოსამრეცხაოში 20 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ახალგაზრდას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად დენის დარტყმა სახელდება. ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები