რას ყვება დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და – ეს მკვლელობა არ იყო, ეს იყო სადიზმი

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დას ნატო ხაბელაშვილს არ სჯერა, რომ მკვლელობა მისმა ძმამ ჩაიდინა და გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას რამდენიმე საეჭვო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.
„პრაიმტაიმი“ მას საფრანგეთში დაუკავშირდა.
„ვუსმინე ჩემს ძმას ტელევიზით, სასამართლოში რომ ილაპარაკა. თავზე ჩამომაცვეს ცელოფანი და მუცელში მირტყესო. კამერებზეც არის ჩანაწერი და რატომ არ ხსნიან ამ ჩანაწერებს. სამმართველოში ყავისფერი მაისურით შეიყვანეს, სასამართლოში კი – თეთრი მაისურით. რატომ გამოუცვალეს, თუ ნაცემი არ არის. რატომ არის ამდენი გაურკვევლობა, ვერ ვხდები. არ მგონია, ეს ჩემს ძმას ჩაედინა. პატარა მარიამის სახე მელანდება დღე და ღამე. ბავშვი რომ მოკლა, ამას ვინმესთან იტყვი? ეს ხომ აბსურდია. როცა გცემენ და შეგიძლია თავის დაღწევა, დააღწევ და სასამართლოში დაამტკიცებ სიმართლეს. ეს ხომ მკვლელობა არ იყო, ეს იყო სადიზმი. ბავშვს 16-ჯერ დანა რომ დაარტყა. ეს უკვე მკვლელობა არ არის, ეს უფრო მეტია. ფულის გამო თუ გააკეთა ეს სადიზმი, ფულის წაღება დაავიწყდა? თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ფაქტებია საჭირო ყველაფერში. ჩატარდება სასამართლო პროცესები და იმედი მაქვს, ყველაფერს გაეცემა პასუხი. რატომ უნდა იყოს ასეთი გაურკვევლობები. ფულის გამო იყო შესული და ისე დახოცა, რომ ფული არ წაიღო“? -დაინტერესდა ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის და, ნატო ხაბელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები